Friso - ფრისო GOLD Prematuros 3344

38,50 ლ
მარაგშია
SKU
53619_1166
Friso - ფრისო GOLD Prematuros 3344 ადაპტირებული ნარევი დღენაკლი და უმწიფარი ახალშობილებისათვის

Friso - ფრისო GOLD Prematuros

აღწერა

ფრისო პრე ესაა სპეციალური სრულფასოვანი ადაპტირებული ნარევი დღენაკლი და უმწიფარი ახალშობილებისათვის 
გამოიყენება : 
• დღენაკლ ახალშობილებში
• ახალშობილებში , რომლთა წონა 2500 გრამზე ნაკლებია
• ახალშობილებში მორფო–ფუნქციური უმწიფრობის დროს
• გამოიყენება ზონდით კვებისათვის 
Friso Pre გამდიდრებულია : 
• არგინინით – რომელიც შეუცვლელი ამინომჟავაა. არგინინი ჩართულია აზოტის ციკლში , მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის მომწიფებაში
• ტრიფტოფანით - რომელიც ასევე შეუცვლელი ამინომჟავაა, წარმოადგენს სეროტონინის პრეკურსორს , სეროტონინი კი თვის მხრივ სიმშვიდის , ბედნიერების , ძილ-ღვიძილის რიტმის მარეგულირებელ ჰორმონად გვევლინება 
• გლუტამინითა და გლუტამატით - რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლიმფოციტებისა და კუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციაში 
• ნუკლეოტიდებით - რომლებიც დღენაკლ ახალშობილის იმუნური სისტემის მომწიფებას უწყობენ ხელს ლიფოციტების , ნატურალური ქილერების და პლაზმური უჯრედების ფუნქციური მომწიფების და აქტივირების ხელშეწყობის გზით
• არაქიდონის და დოქოსაჰექსანის მჟავით (ARA , DHA ) - რომლებიც მნიშვნელოვანია ნეირონების მიელინიზაციისათვის და თავის ტვინის ოპტიმალური განვითარების საწინდარია 
• ფრისო პრე მაღალკალორიულია ( 75 კკალ /100 მლ) , რაც მცირე გესტაციის დროს აუცილებელი კალორიულობის ანაზღაურების ოპტიმალური ნორმაა . 
• შრატ/კაზეინის თანაფარდობა 50/50 , რაც თავის მხრივ ალერგიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს 
 ფრისო პრე გამოიყენება როგორც სტაციონარული ასევე როგორც დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის სახით , როგორც შერეული ასევე ხელოვნური კვების დროს 
 არ საჭიროებს დღის რეჟიმის მკაცრ დაცვას და შეიძლება მიეცეს თავისუფალი გრაფიკით  ფრისო პრე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზონდით კვების დროს 
 გამოიყენება როგორც წონის მაკორექტირებელი ნარევი დროული ახალშობილის ხელოვნური კვებისათვის

მომზადების წესი:

წყალი (მლ) საზომი კოვზების რაოდენობა ფხვნილის მიახლ. რაოდენობა მზა ნარევის რაოდენობა
30 1 5,2 35
60 2 10,4 70
90 3 15,6 100
120 4 20,8 140
150 5 26 170
180 6 31,2 200

1   საზომი კოვზი  = 5,2  გრ . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ  ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით  თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე 

დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ  ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ  60  °C.
ჩაასხით  ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი , ყოველ 60 მლ. წყალზე  
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე გაგრილდება
გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან არაუმეტეს  24  საათის განმავლობაში.

უკუჩვენება -   არ არსებობს ! გარდა  პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობისა .

შენახვის პირობები :

გახსნილ მდგომარეობაში  ქილა  ინახება მშრალ და გრილ ადგილას  ოთხი კვირის განმავლობაში .   გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს  15 წთ -  ისა .
ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს

მოცულობა: 400 გ. 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy