Monthly Archives: August 2022
-
Posted: August 30, 2022
მიუხედავად გადაუდებელი საჭიროებისა, ოპტიკური სათვალის სწორად შერჩევა საკმაოდ დიდ სირთულესთან და ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული.
დაფიქრებულხართ, რომ ოპტიკური სათვალე ჩვეულებრივი სამკურნალო ინსტრუმენტია? შესაბამისად, მისი დაგვიანებით დანიშვნა, არასწორად შერჩევა თუ ვერ მორგება შესაძლოა მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პათოლოგიების წინაპირობა გახდეს.
სათვალე ინიშნება ექიმი-ოფთალმოლოგის კაბინეტში ჩატარებული სადიაგნოსტიკო პროცედურების შემდეგ, ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვის განვითარების ადრეულ სტადიაზეც, როდესაც „ზარმაცი თვალის“ სინდრომი იჩენს თავს და მხედველობის კორექციაა საჭირო.
მხედველობის პროფესიონალური შემოწმებისთვის რიგი ხელსაწყოები და მეთოდები გამოიყენება. მათი მთავარი დანიშნულებაა პაციენტის მიერ შორ და ახლო მანძილზე, სხვადასხვა ზომის საგნების გარჩევადობა განსაზღვროს, ასევე გამორიცხოს ფარული პრობლემები და სხვადასხვა დაავადებები. მიღებული შედეგის მიხედვით ინიშნება შესაბამისი სიმძლავრის ლინზის მქონე სათვალე, რომელიც მხედველობის
-
Posted: August 25, 2022Categories: თმის მოვლა
მოურჯულებელი, სიმშრალისკენ მიდრეკილი, მუდმივი ფიქსაციის მომთხოვნი ხვეული თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
იცოდით, რომ განზოგადებული ცნება „ხვეული თმა“ არ არსებობს და კულულის ფორმისა და ზომის მიხედვით კატეგორიებად იყოფა? 2A – მსუბუქად დატალღული, 2B – უბრალოდ ტალღოვანი, 2C – ძლიერ ტალღოვანი, 3A – მსუბუქად ხვეული 3B – ხვეული, 3C – ძალიან ხვეული 4A – ხუჭუჭი 4B – ზიგ-ზაგისებრი 4C – ძალიან ხუჭუჭი.
ამ აღნიშვნებს ხშირად შეხვდებით შამპუნებზე, ნიღბებსა და კონდინციონერებზე, თუმცა თუ თმის მოვლის სწორ რუტინას შეირჩევთ, ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტით სასურველ ვარცხნილობას მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვეული თმა მიდრეკილია სიმშრალისკენ, ამიტომ მუდმივად საჭიროებს როგორც სკალპის, ასევე ღერების დატენიანებას. ამისთვის სხვადასხვა ზეთებითა და მინერალებთ მდიდარი საშუალებები გესაჭიროებათ. მაგალითად, თქვენთვის განსაკუთრებით ეფექტურია ბუნებრივი კომპონენტებით - არგანის და ქოქოსის კარაქით შექმნილი ფორმულები, ასევე ომეგა-3, ომეგა - 9-ითა და აღმდგენი კერამიდებით
-
Posted: August 22, 2022
საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები ნაყოფისა და დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში.
ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი ორსულობა, მოვლენა კი მისი დაგვირგვინება - მშობიარობაა. საუბრის გარეშეც ადვილად მიხვდებით, რომ ამ ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალურად წარმართვისთვის ოქროს ფორმულა არ არსებობს, საჭიროა კომპლექსური მიდგომა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რაც თავიდან აგარიდებთ მთელ რიგ პრობლემებს.
პირველი ორსულობისას მღელვარება ერთი ათად იმატებს და შესაძლოა საკუთარი მეან-გინეკოლოგის კომპეტენციაში სრულიად დარწმუნებული პაციენტიც კი, გახდეს საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი წარმოდგენების მსხვერპლი. მითები უკავშირდება როგორც მომავალი დედის ფიზიკურ აქტივობას, ასევე კვებისა თუ ნორმალური
-
Posted: August 17, 2022
როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს სახლის პირობებში - დეტალურად ვიდეოში მოგიყვებათ ირმა ჯღარკავა თერაპევტი სტომატოლოგი, პაროდონტოლოგი
-
Posted: August 16, 2022
წელიწადის ყველაზე სასიამოვნო პერიოდშიც კი, შესაძლოა ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, როგორიც ენტეროვირუსი ან გასტროენტეროლოგიური დაავადებებია
ბავშვებთან ან მოზარდებთან ერთად დასასვენებლად წასვლას შესაძლოა თან ისეთი უსიამოვნო პრობლემა დაერთოს თან, როგორიც ნაწლავური ინფექციებია. ზაფხულის პერიოდში ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადება განსაკუთრებით აქტიურდება, რაც რიგ მიზეზებს უკავშირდება:
1. მეტია საკვების ფუჭებადობის, შესაბამისად - მოწამლვის რისკი
2. ბავშვები ნაკლებად იცავენ ჰიგიენას
3. თამაშობენ ტალახში, ქვიშაში, დაბინძურებულ წყალსა და გარემოში
4. მაღალი ტემპერატურა კომფორტულ გარემოებას ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად
მოკლედ, ეს თუ სხვა მიზეზები ხდება საწყისი გასტროენტეროლოგიური პრობლემებისა, რომელთაც ხშირად აიგივებენ ენტეროვირუსთან. ეს რა თქმა უნდა ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს.
მწვავე ნაწლავური
-
Posted: August 15, 2022
ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები ზაფხულის სეზონის განსაკუთრებით აქტუალური საკითხია
დადგა ნანატრი ზაფხული და გასაგრილებლად თუ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ზღვის სანაპიროებისა და აუზებისკენ ავიღეთ გეზი. რეალურად, ეს მეტად უწყინარი ადგილები შესაძლოა ისეთი უსიამოვნო დაავადების გავრცელების ბუდე გახდეს, როგორიც ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ აღნიშნულ დისკომფორტს, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
სოკოვანი დაავადებას ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს. დაავადების გამომწვევი სოკოსა და პარაზიტისთვის საკმარისია მოხვდეს მისთვის ხელსაყრელ პირობებში (ნესტი, სიმჭიდროვე) და უმალ იჩენს თავს.
მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომატიკით: ფრჩხილის გაყვითლება, მსხვრევადობისაკენ მიდრეკილება, გასქელება.
ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია
- ტერფის ტრავმა
- ფრჩხილის დაზიანება ან ოპერაცია
-
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account