იზრუნე ოჯახზე

  1. მატყუარა, ბოთლი, ღრძილების მასაჟორი და სხვა აქსესუარები, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება

    მატყუარა, ბოთლი, ღრძილების მასაჟორი და სხვა აქსესუარები, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება

    კითხვები ბავშვებისთვის საჭირო აქსესუარების შერჩევაზე ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ჩნდება, სწორედ ამიტომ, დღეს გიყვებით იმ ნივთებზე, რომელთა შეძენაზეც უნდა იზრუნოთ.

     

        კითხვები ბავშვებისთვის საჭირო აქსესუარების შერჩევაზე ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ჩნდება. საწოლი, ეტლი, გამოსაცვლელი ლეიბი- გასაგებია, თუმცა რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ პატარის საჭიროებები სრულფასოვნად დავაკმაყოფილოთ?  დღეს გიყვებით იმ ნივთებზე, რომელთა შეძენაც ჩვილობიდან 2-3 წლამდე აუცილებლად მოგიწევთ.

     

    1.      პირველ რიგში - მატყუარა

     

     თქვენი პატარასთვის აქსესუარების შეცნობის პროცესი საწოვარათი იწყება. მასთან დამეგობრებას კიდევ უფრო ადვილად მოახერხებს, თუ ფორმა, მასალა და სხვა ფაქტორები კომფორტს შეუქმნიან, თუმცა ვაღიაროთ, ეს ყველაფერი უკვე დამაბნევლად ჟღერს და მსგავსი  ნივთების შერჩევისას ოჯახის წევრების, მეგობრების, ნაცნობების და  უცნობებისგან  ვიღებთ რჩევებს, რაც კიდევ უფრო დამაბნეველს ხსნის

    Read more »
  2. აუტისტური სპექტრის აშლილობები მათი სირთულის მიხედვით სხვადასხვა სიმპტომატიკით გამოიხატება

    აუტისტური სპექტრის აშლილობები მათი სირთულის მიხედვით სხვადასხვა სიმპტომატიკით გამოიხატება

    საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამა თუ იმ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტენდენცია შეინიშნება. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, რომ პათოლოგიათა დიდი წილისგან აცრა გვიცავს და შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

     

    ამ სტატიაში გიყვებით არა-ნაკლებ საინტერესო ინფორმაციას ნაკლებად ცნობადი, ან უფრო სწორად, შეცნობილი დაავადების - აუტიზმის შესახებ.

      აუტისტური სპექტრის აშლილობები ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს მიეკუთვნება, რასაც გავლენა აქვს სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და ქცევაზე. გენეტიკური და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით მისი რამდენიმე სპექტრია გამოკვეთილი და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით დგინდება. როგორც დემოგრაფიული სტატისტიკა გვიჩვენებს, მეტად ჭარბობს ბიჭებში, განსაკუთრებით მკაფიოდ სიმპტომატიკა ადრეული ასაკიდან ვლინდება, თუმცა 3 წლამდე ექიმები ერიდებიან შესაბამისი დიაგნოზის დასმას.

     

    სიმპტომატიკა:

    კომუნიკაციის პრობლემა - ხშირ შემთხვევაში, მშობლები ექიმს აკითხავენ

    Read more »
  3. როგორ გავუმკლავდეთ შებერილობას?

    როგორ გავუმკლავდეთ შებერილობას?

    ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოქმნილი აირები ქმნიან დისკომფორტს მუცლის ღრუს არეში სიმძიმის, ტკივილის, მომატებული სიმკვრივის სახით.

    იცოდით, რომ ყველა ადამიანისთვის ნაცნობი, ერთი შეხედვით უწყინარი მდგომარეობა - შებერილობა, რეალურად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომი შესაძლოა იყოს?!

     ნაწლავებში დიდი რაოდენობით გარსიანი აირების წარმოქმნა მეტეორიზმის მიზეზი შესაძლოა გახდეს. ნაწლავში აირის გაადგილებას თან ახლავს ყრუ ან მკვეთრი ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, მუცლის ნორმალურზე მეტად გამკვრივება, ხმაური და დაგროვილი აირების სხვადასხვა სახით გამოთავისუფლება.

    შებერილობა ერთ-ერთ დამახასიათებელი სიმპტომს წარმოადგენს შემდეგი პათოლოგიებისთვის:

    ·         საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები;

    ·         ენტერიტი;

    ·         კოლიტი;

    ·         გაღიზიანებული

    Read more »
  4. რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი

    რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი

    ჩვენ ვცხოვრობთ მზისგან დამცავების ბუმის ეპოქაში, როცა ყველამ ვიცით როგორ, მაგრამ ნაკლები პასუხი გვაქვს რატომ უნდა გამოვიყენოთ SPF?

    სიამოვნებით შემოვაბრუნებდი სათაურში გამოტანილ შეკითხვას და შემდეგი ფორმულირებით დავსვამდი „რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი?!“. მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგსაც კი გაუჭირდება დაასაბუთოს აღნიშნული უარყოფა. ყველა, აბსოლუტურად ყველა მედიკოსი დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და მისგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

     

    და მაინც, რატომ?

    როგორც ბიოლოგია გვკარნახობს ადამიანის კანი სამი შრისგან შედგება. მთავარი პროცესები დერმაში, ანუ შუა შრეში ხდება. მისი მფარავი ეპიდერმისი დამცველობითი ფუნქციისაა და უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინფექციების, ბაქტერიების და სხვა არასასურველი ელემენტების შეჭრისგან. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც აზიანებს ეპიდერმისს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

    ულტრაიისფერი სხივები 3 სახისაა, თუმცა რადგან დედამიწამდე მხოლოდ A და B ტიპები

    Read more »
  5. AMVILAB-ის საკვები დანამატები და მათი მნიშვნელობა

    AMVILAB-ის საკვები დანამატები და მათი მნიშვნელობა

    ამვილაბი  ნატურალური საკვები დანამატების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ,

    Read more »
  6. კვებითი ალერგია

    კვებითი ალერგია

    კვებითი ალერგია

    კვებითი ალერგია თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მსოფლიოში დაახლოებით 200 – 250 მილიონი ადამიანი კვებითი ალერგიით არის დაავადებული, რომლის ძირითად წილი ბავშვთა პოპულაციაზე მოდის.

    მოდით ჩამოვთვალოთ რომელ პროდუქტებზეასაუბარი:
    ეს არის ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, თევზი და ზღვის პროდუქტი, სოიო, თხილეული, განსაკუთრებით არაქისი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია

    კვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლინებების ძირითადი წილი კანის მიერ გამოვლინებებზე მოდის, საკვების მიღების დროს შესაძლოა განვითარდეს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, ასევე ტუჩის ქუთუთოების, სახის შეშუპება , რომელსაც კვინკეს შეშუპებას ანუ ანგიოედემას უწოდებენ, ზოგ შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება,  განსაკუთრეიბთ ბავშვებში საკვების მიღებისთანავე გულისრევა და დიარეა , ხოლო ყველაზე რთული საკვებისმიერი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკია.

    როგორ ამოვიცნოთ კვებითი ალერგია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვრცლად ექიმი-ალერგოლოგი ნინო ლომიძე მოგიყვებათ

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy