მეცნიერული მიღწევები - ჭიპლარის შენახვა
მეცნიერული მიღწევები - ჭიპლარის შენახვა
ჭიპლარის სისხლი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეროვან უჯრედს შეიცავს - რაც რიგი დაავადებების მკურნალობის მთავარი ელემენტია.
რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ უამრავი დაავადების სამკურნალო პრეპარატი დედაბუნებამ ჭიპლარის სისხლის სახით გამოგვატანა? შესაძლოა აბსურდულად ჟღერს, რადგან ჩემი და თქვენი თაობის ახალშობილების დაბადების მომენტიდან ჭიპლარის მოშორება სრულფასოვანი მშობიარობის დასასრულად ითვლებოდა, თუმცა რიგ ქვეყნებში ამ „ოქროს საბადოს“ ყინავენ და ცხოვრების მომავალ ეტაპებზე იყენებენ, როგორ?
გასული საუკუნიდან მოყოლებული მსოფლიოში მრავალი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა, სადაც პაციენტს, განსაკუთრებული სირთულის ძვლის ტვინის დაავადებისა თუ მწვავე ანემიური პათოლოგიების სამკურნალოდ ოჯახის წევრის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს.
როგორც იცით, მუცლად მყოფ ნაყოფს ჭიპლარი „გადაეკვანძება’, კერძოდ ჭიპლარის ვენასა და პლაცენტაში ჭიპლარის სისხლი რჩება, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შესაძლებელია ინახებოდეს კერძო თუ სახელმწიფო სისხლის ბანკში.
აღნიშნული მასალა შეიცავს როგორც ზრდასრულის სისხლისთვის დამახასიათებელ პლაზმას, ასევე ლეიკოციტებს, თრომბოციტებსა და ერითროციტებს, ასევე სისხლმბად ღეროვან უჯრედებს, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნეების, ანემიის, სხვადასხვა ტიპის იმუნოდეფიციტური დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება.
ცნობილია, რომ ონკოლოგიური თუ სხვა ტიპის დაავადებებისას, დონორის მოძიების მიზნით ორივე ტიპის, კერძო და სახელმწიფო სისხლის ბანკს აკითხავენ, შესაბამისად, ნებაყოფლობითია უფასო ან კომერციული ხასიათით თქვენი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის გამოყენება და სხვა პაციენტის განკურნება ან იქნებ გადარჩენაც კი, რადგან განსხვავებით ძვლის ტვინის ტრანსლპლანტაციისა, ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციისას დონორისა და მასალის მიმღების სრული თავსებადობა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მე-20 - 21-ე საუკუნის სამედიცინო მიღწევები მრავალ სიახლეს გვპირდება, მათ შორის ისეთი რთული და გავრცელებული დაავადების პრევენციასა თუ შეჩერებას, როგორიც ალცჰაიმერია. შეგახსენებთ, რომ ეს მზარდად პროგრესირებადი დაავადება 65 წლის ასაკიდან ვლინდება და მომაკვდინებელი დაავადებების რიგში მე-6 ადგილს იკავებს. ის იწვევს მეტყველებისა თუ ქცევის გართულებას, მეხსიერების პრობლემებს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხსს. თუ აქამდე ალცჰაიმერის მკურნალობის ან განვითარების შეჩერების გზა არ არსებობდა, 2023 წელს სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ახალ წამალს ამტკიცებს, რომელსაც ალცჰაიმერის მსუბუქ და ადრეულ სტადიაზე მყოფი პაციენტების მეხსიერების დაქვეითების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. 1800 პაციენტზე ჩატარებული ცდის მიხედვით, 27%-ს მეხსიერების დაქვეითების პრობლემა შეუმცირდა.
ამ და სხვა სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დარგია და პაციენტების მიერ მისთვის ფეხის აწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account