იზრუნე სილამაზეზე
-
Posted: August 10, 2023
უინექციო მეზოთერაპია სახლის პირობებში- ლალიკო თუმანიშვილი
რას გულისხმობს მეზოთერაპია და როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში გავაუმჯობესოთ კანის მდგომარეობა რევმატოლოგი მარიკა თოიძე მოგიყვებათ რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს ვრცლად ვიდეოში
-
Posted: August 10, 2023
კანის მომზადება სწორი მაკიაჟისთვის - ლალიკო თუმანიშვილი
იმისათვის რომ კანი მაკიაჟი მთელი დღის მანძილზე იყოს ერთგვაროვანი , აუცილებელია კანი მოვამზადოთ სწორად, ვრცლად ვიდეოში ბლოგერი ლალიკო თუმანიშვილი მოგიყვებათ
-
Posted: August 10, 2023
ჩვენი კანის საჭიროებები სეზონურად იცვლება, სწორედ ამიტომ, სახისა თუ სხეულის რუტინა მასთან ადაპტაციას საჭიროებს.
„ლამაზ სხეულში - ლამაზი სულია“ - გამონათქვამი რომელიც ცხადყოფს ჭეშმარიტებას, რომ სხეულის მოვლა ადამიანებისთვის ცალკე ხელოვნებად ფაქტობრივად ანტიკური დროიდან მოიაზრება. გამომდინარე თანამედროვე რუტინების აქტუალობიდან, ხშირად ჟღერდება მცდარი წარმოდგენა, რომ აღნიშნული მხოლოდ სახის კანზე ზრუნვას მოიცავს, რეალურად კი, მოხდენილი სილუეტისა და სასურველი კონტურების მისაღებად, სხეულზე ზრუნვა აუცილებლობას წარმოადგენს.
ვთანხმდებით, რომ ორგანიზმის საჭიროებების მიხედვით რუტინა სეზონურად იცვლება და ადაპტირდება კონკრეტულ გარემო ფაქტორებთან. მაგალითად, ზამთრის სეზონზე დეჰიდრატაციისკენ მიდრეკილების გამო კანი შრება, თხელდება მისი დამცავი ბარიერი და მეტად მიდრეკილი ხდება დაზიანებისკენ, შესაბამისად, პროდუქტები, რომლებზეც არჩევანს ვაჩერებთ გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებით და აქტიური დამატენიანებელი კომპონენტებით, ხოლო ზაფხულში შედარებით მსუბუქ, ადვილად შეწოვად მოვლის საშუალებებზე
-
Posted: August 10, 2023
-
Posted: January 10, 2023
თუ თმას ხშირად იბანთ და ამ ფაქტით გამოწვეული დისკომფორტისგან სამუდამოდ გათავისუფლება გსურთ, თქვენთვის საინტერესო რჩევებს მოვუყარეთ თავი.
მითხარი როგორი ვარცხნილობა გაქვს დილას და გეტყვი როგორი დღე გექნება შენ! - იმ ცნობილი გამონათქვამის ჩვენეულ პერიფრაზს ცხიმიანი თმის მქონე ადამიანები ადვილად გაიგებენ. ყოველ დილას დაბანა, გაშრობა, მოწესრიგება იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდახან არ გყოფნის მოთმინება და უბრალოდ ქუდს იხურავ - დღეს ასე გადაწყდა! ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელმაც დისკომფორტი მკვეთრად უნდა შეგიმციროთ.
პირველ რიგში, დავსვათ სწორი აქცენტები, ცხიმიანი სკალპი გაქვთ თუ თმა? თავის კანის არასრულფასოვნად გაწმენდის შემთხვევაში ფოლეკულები მკვდარი უჯრედებით იფარება, შესაძლოა გაჩნდეს ქერტლის მსგავსი წარმონაქმნი და გაუწყლოვებისას თმის ცხიმიანობამ მკვეთრად მოიმატოს. ეს, რა თქმა უნდა, არ მეტყველებს არასრულფასოვან ჰიგიენაზე, უბრალოდ შესაძლოა პროდუქტი რომელიც შერჩეული გაქვთ, ვერ ასრულებს დაპირებულ ფუნქციას
-
Posted: November 24, 2022
პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა მხოლოდ რუტინული პროცესი არ არის, ეს მეტად მნიშვნელოვანი ელემენტი საბოლოოდ ჯანსაღი კბილებისა და თვალისმომჭრელი ღიმილის წინაპირობაა. ადრეულ ასაკში პატარებისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიტანა აუცილებლობას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, თავად მშობელი უნდა იყოს საკითხში გათვიცნობიერებული.
დაგვეთანხმებით, რომ პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა არ შემოიფარგლება მხოლოდ რუტინული პროცედურებით, არამედ ყოველდღიურად მიღებული საკვების რაციონზეცაა დამოკიდებული. შეეცადეთ შეამციროთ ტკბილეული და შაქრის შემცველი ისეთი პროდუქტები, რომლებიც აზიანებენ კბილებს, ასევე, მიღებული საკვების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, დაუყონებლივ გაუწმინდეთ პატარას პირის ღრუ. აქვე, არ უნდა დაგავიწყდეთ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტებიც. თვალისმომჭრელ ღიმილსა და ჯანსაღ კბილებს საფუძველი ბავშვობაში ეყრება.
ვრცლად პირის ღრუს მოვლა ბავშვებში - ელენე ხარაშვილი - ბავშვთა სტომატოლიგების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ისაუბრებს
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account