ჯანსაღი ცხოვრების წესი
-
Posted: June 17, 2022
როგორ დავამარცხოთ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება?
მედიკამენტოზური რინიტი განსაკუთრებით აქტუალური პოსტკოვიდ პერიოდში გახდა. ინფიცირებისას თვითნებურად დანიშნული ცხვირის წვეთების არარაციონალური მოხმარება საბოლოოდ მასზე დამოკიდებულებად ფორმირდება.
დღითიდღე სულ უფრო იმატებს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი, რომელთაც ერთი შეხედვით „უწყინარი“ საშუალება დიდ თავის ტკივილად ექცათ. პაციენტებს ახლა უკვე შეზღუდული აქვთ ცხვირის გამხსნელი სპრეის გამოყენების გარეშე სუნთქვა, უჩივიან ტკივილს გულის არეში, ადვილად დაღლის შეგრძნებას, ემართებათ შფოთვა და უვითარდებათ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.
დავიწყოთ სულ თავიდან, რა არის რინიტი?
რინიტი საზოგადოდ ცნობილი სახელით „სურდო“ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესს წარმოადგენს. გამომწვევი ფაქტორების მიხედვით კი შესაბამის განსაზღვრებას იღებს.
ინფექციური რინიტი
სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები აზიანებს ზედა სასუნთქ
-
Posted: June 06, 2022
გამოფიტული ორგანიზმი განიცდის მიკროელემენტების და ვიტამინების შიმშილს, რომელთა მარაგიც ამოიწურა ზამთრის ცივ პერიოდში. ინფექციებთან და გაზაფხულის ასთენიასთან ბრძოლაში ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ანუ ძლიერი საერთო სისუსტე, უძილობა, შრომიუნარის დაქვეითება, უხასიათობა და ა.შ. ძლიერდება თმის ცვენა, განსაკუთრებით დღეს ძალზედ მომრავლებულ გრძელთმიან გოგონებსა და ვაჟებში. უმეტეს შემთხვევაში ამ ყველაფერს ემატება მძიმე ფსიქო-ემოციური გარემო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. საბოლოო ჯამში ორგანიზმი ვარდება მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, რომელთან გამკლავებისთვისაც სასწრაფოდ გვესაჭიროება გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. ვრცლად ვიდეოში ენდოკრინოლოგი ისაუბრებს
-
Posted: May 27, 2022
ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ძვალ-სახსროვან დაავადებებზე
ცხოვრების პასიური წესი და დაბალი ფიზიკური აქტივობა ნეგატიურად აისახება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოთა სისტემაზე
მთელ დღეს კომფორტულ სავარძელში მოკალათებული კომპიუტერთან ვატარებთ, შემდეგ სამუშაო მაგიდას ვშორდებით და მიგვეჩქარება ტრანსპორტისკენ, რომელიც ჩვენი მინიმალური ჩართულობით მიგვიყვანს დანიშნულების ადგილას და გადაღლილი ჩავწვებით რბილ საწოლში. თანამედროვე ადამიანს დღიდან-დღემდე ისე შეუძლია თავის გატანა, რომ მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი არ დასჭირდეს.რეალურად, თუ სპორტით არ ხართ დაკავებული, ან ჯანსაღი ცხოვრების ენთუზიასტი არ ბრძანდებით, ინდუსტრიულ ქალაქებში განსაკუთრებით ჭირს ფეხით სიარული, სეირნობა, გარეთ ვარჯიში თუ სხვა ტიპის აქტივობა. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით სტრესული კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვისაა, რომელიც მუდმივად ითხოვს გარკვეულ მოძრაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უბრალოდ კარგავს სიმყარეს.
აღსანიშნავია, რომ ჩონჩხის
-
Posted: May 24, 2022
ამვილაბი ნატურალური საკვები დანამატების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ,
-
Posted: May 16, 2022
არტერიული ჰიპერტენზია ზრდასრული მოსახლეობის მესამედს აღენიშნება, აქედან თითქმის 50%-ს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია ან არ აქვს გაცნობიერებული რა დაავადებასთან აქვს საქმე, ამის მიზეზი არის ის რომ არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება არც აწუხებდეს ადამიანს და იგი სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს
არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი ფაქტორები არის: ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება, სტრესი, არასწორი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
ვრცლად კარდიოლოგი ზვიად კერესელიძე მოგიყვებათ ვიდეოში
-
Posted: May 10, 2022
ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, განსაკუთრებით იმატებს ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილება
თანამედროვე მკვლევარები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიაა დაწყებული, რაც სწრაფი კვების ობიექტების მომატების, ღარიბი კვებითი ღირებულების პროდუქტების პოპულარიზაციისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. რას გვიქადის აღნიშნული პრობლემა სამომავლოდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ზრდასრულ ასაკში ჭარბი წონის რისკ-ფაქტორების განხილვა აქტიურ ფაზაშია შესული.
სიმსუქნე, როგორც დიაგნოზი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით დგინდება, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ჭარბი წონა, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრთან არის კავშირში. ერთ-ერთი მათგანი კი ჰიპერტენზიაა.
რა არის ჰიპერტენზია
ჰიპერტენზია რამდენიმე სიტყვით რომ განვმარტოთ, არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის წნევაა მომატებული. ამ დროს სისხლი დიდი ხნის მანძილზე, მაღალი ძალით აწვება არტერიის კედლებს და შესწევს უნარი მნიშვნელოვნად დააზიანოს
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account