ენტეროვირუსი და გასტროენტეროლოგიური დაავადებები ზაფხულში

წელიწადის ყველაზე სასიამოვნო პერიოდშიც კი, შესაძლოა ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, როგორიც ენტეროვირუსი ან გასტროენტეროლოგიური დაავადებებია

ბავშვებთან ან მოზარდებთან ერთად დასასვენებლად წასვლას შესაძლოა თან ისეთი უსიამოვნო პრობლემა დაერთოს თან, როგორიც ნაწლავური ინფექციებია. ზაფხულის პერიოდში ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადება განსაკუთრებით აქტიურდება, რაც რიგ მიზეზებს უკავშირდება:

 

1.      მეტია საკვების ფუჭებადობის, შესაბამისად - მოწამლვის რისკი

2.      ბავშვები ნაკლებად იცავენ ჰიგიენას

3.      თამაშობენ ტალახში, ქვიშაში, დაბინძურებულ წყალსა და გარემოში

4.      მაღალი ტემპერატურა კომფორტულ გარემოებას ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად

 

მოკლედ, ეს თუ სხვა მიზეზები ხდება საწყისი გასტროენტეროლოგიური პრობლემებისა, რომელთაც ხშირად აიგივებენ ენტეროვირუსთან. ეს რა თქმა უნდა ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს.

მწვავე ნაწლავური ინფექციის გამომწვევ ფაქტორებს შორის ჩვენს მიერ დასახელებული ბაქტერიები და ვირუსები ჭარბობს, რომლებიც 3-14 დღის მანძილზე ქმნიან შემდეგ სურათს:

1.      ფაღარათი - ნაწლავური მოქმედების გახშირება; განავალის სტრუქტურა - თხელი, ფერი - ღია.

2.      სხეულის მაღალი ტემპერატურა/ცხელება

3.      ღებინება

4.      სისუსტე

5.      შესაძლოა საწყის ეტაპზე გამოხატული იყოს მუცლის მოვლითი, ძლიერი ტკივილები

6.      სხვა

კიდევ ერთხელ უნდა განვმეორდეთ და აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფექციისთვის ენტეროვირუსის დარქმევა შეცდომაა. პირიქით, ენტეროვირუსს ყველაზე ნაკლებად ახასიათებს - ფაღარათი. ის უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილებთან ერთად ერთვის ცემინება, სუდო, ბლისტერები პირის ღრუში. კუნთების ტკივილი, გამონაყარი სხეულზე.

 

სამკურნალო რეკომენდაციების მიღება პედიატრისგანაა აუცილებელი. ზოგადად კი, ინფიცირების პერიოდში აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება. ღებინებით დაკარგული წყლის ბალანსის აღდგენა და ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ხელშეწყობა (თუნდაც ელექტროლიტების მიღებით).

მწვავე ნაწლავური ინფექციების თავიდან აცილებისთვის:

 

·         ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით - 20 წამის მანძილზე

·         ნუ შეეხებით თვალების, ცხვირის და პირის ზონას დაუბანელი ხელებით

·         ნუ გამოიყენებთ სხვის ჭურჭელს

·         ატარეთ თან სანიტაიზერი და ხშირად დაამუშავეთ ზედაპირები, რომელთანაც გიწევთ შეხება

·          გულდასმით გაასუფთავეთ ბავშვის სათამაშოები

·         ნუ მოდუნდებით საკვების თერმული დამუშავებასა და პროდუქტის გარეცხვასთან მიმართებით

ზაფხულის ცხელი, გრძელი დღეები შესაძლოა სხვადასხვა დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ჯეროვანი ჰიგიენისა და მარტივი წესების დაცვით მნიშვნელოვნად მცირდება მათი რისკები.