მედიკამენტოზური რინიტი

როგორ დავამარცხოთ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება?

მედიკამენტოზური რინიტი განსაკუთრებით აქტუალური პოსტკოვიდ პერიოდში გახდა. ინფიცირებისას თვითნებურად დანიშნული ცხვირის წვეთების არარაციონალური მოხმარება საბოლოოდ მასზე დამოკიდებულებად ფორმირდება.

 

დღითიდღე სულ უფრო იმატებს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი, რომელთაც ერთი შეხედვით „უწყინარი“ საშუალება დიდ თავის ტკივილად ექცათ. პაციენტებს ახლა უკვე შეზღუდული აქვთ ცხვირის გამხსნელი სპრეის გამოყენების გარეშე სუნთქვა, უჩივიან ტკივილს გულის არეში, ადვილად დაღლის შეგრძნებას, ემართებათ შფოთვა და უვითარდებათ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

დავიწყოთ სულ თავიდან, რა არის რინიტი?

რინიტი საზოგადოდ ცნობილი სახელით „სურდო“ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესს წარმოადგენს. გამომწვევი ფაქტორების მიხედვით კი შესაბამის განსაზღვრებას იღებს.

ინფექციური რინიტი

 სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები აზიანებს ზედა სასუნთქ სისტემას და ვითარდება ინფექციური რინიტი.

ალერგიული რინიტი

განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით გაზაფხულზე, მაშინ, როცა ჰაერში ალერგენების რაოდენობა იმატებს. ალერგიული რინიტი წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას სხვადასხვა გამაღიზიანებელზე - ალერგენზე.

არაალერგიული რინიტი

 ეს შედარებით ფართო კატეგორია აერთიანებს ორსულთა, პროფესიულ, ჰიპერტროფიულ ან სხვადასხვა პრეპარატსა თუ სპრეიზე განვითარებულ მედიკამენტოზურ რინიტს.

 სასურველია მუდმივად გვახსოვდეს, რომ უწყინარი სურდოც კი გართულდება, თუკი მის სამკურნალო საშუალებებს თვითნებურად დავინიშნავთ, მოვიხმართ ხანგრძლივი დროის მანძილზე ან მაღალი დოზებით. სიმპტომატიკის გამოვლენისთანავე კომპეტენტურ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან კონსულტაცია გაგათავისუფლებთ რინიტის თანმდევი უსიამოვნებებისგან.

 

  და თუ მაინც განიცდით ნაზალურ სპრეებზე დამოკიდებულებას, ყოველდღიურად მოიხმართ ცხვირის წვეთებს და წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის დისკომფორტს განიცდით, პსპ-ს რუბრიკაში „იზრუნე ჯანმრთელობაზე“ ქირურგი ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ბერდია ბერიძე გასწავლით, როგორ დააღწიოთ თავი მედიკამენტოზური რინიტს.