რატომ უნდა აირჩიოთ ჰაერის დამატენიანებლები?
ზამთარში, ზაფხულში, გათბობისა თუ გაგრილების საშუალებები საოცრად აშრობს ჰაერს და გვიუარებეს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე განწყობასაც.
კონდინციონერი ოთახის გასაგრილებლად, ან სხვადასხვა ტიპის საშუალება სივრცის გასათბობად დროთა განმავლობაში დისკომფორტს გვიქმნის. ვგრძნობთ რომ სუნთქვა რთულდება, პერიოდული განიავება და ჟანგაბდის ახალი ტალღაც არ შველის დისკომფორტს, რომელიც გამომშრალი კანით, დახეთქილი ტუჩებით და არც მეტი და არც ნაკლები - ცხვირიდან სისხლდენითაც კი, შეიძლება დასრულდეს. როგორც აღმოჩნდა, ექიმის კაბინეტს ხშირად აკითხავენ რესპირატორული ინფექციების, ალერგიისა თუ სასუნთქი გზების ანთების სიმპტომებით ადამიანები, რომელთაც დიდი დროის გატარება „გამომშრალი ჰაერის“ პირობებში უწევთ. ასეთ შემთხვევაში, გარდა ტრადიციული მკურნალობისა, რეკომენდაცია ეძლევა ჰაერის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებასაც.
ასეთი მოწყობილობები უმეტესად წყლის აორთქლების ხარჯზე ზრდიან ტენიანობის დონეს, თუმცა, მის ავზში ბუნებრივი ეთერზეთების დამატების საშუალებაცაა. უცხოური პრაქტიკით მსგავსი მექანიზმი „ცენტრალურად“ შენდება, გაგრილებისა და გათბობის სისტემებთან ერთად, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კომფორტი არ გვაქვს, შეგვიძლია პორტატულ მოწობილობებზე შევჩერდეთ, რომელთა შეძენაც ერთჯერადად ხდება, ავზის მოცულობის მიხედვით სხვადასხვა სიმძლავრისაა და შესაბამისად, განსხვავებული კვადრატულობის ოთახისთვის შეძლებს ტენიანობის დონის შენარჩუნებას.
აქვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არსებობს უნიკალური რიცხვი, რომელიც ჰაერში წყლის შემცველობას განსაზღვრავს, ის იცვლება სეზონის, ამინდისა და შენობის მდებარეობის მიხედვითაც კი. ზოგადად, ზაფხულში ტენიანობის დონე უფრო მაღალია და ზამთარში დაბალი. იდეალურ შემთხვევაში, ოთახში ტენიანობა 30%-დან 50%-მდე განისაზღვრება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბალმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე, თვალების ქავილი, ასევე ყელისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება.
ზედმეტად მაღალი ტენინანობა კი საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის, მათ შორის კონდენსაციას კედლებზე და სხვა ზედაპირებზე, ასევე ხელს უწყობს ბაქტერიებს, ობისა და მტვრის ტკიპების გამრავლებას, რაც ალერგიული ფონის მატებითა და ასთმური პროცესებითაც გამოიხატება.
სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მოწყობილობა სწორად შეარჩიოთ, სანდო მწარმოებლის პროდუქტის რეკომენდაციებსა და გამოყენების წესს გაეცნოთ, მოათავსოთ აპარატი ბავშვებისგან შედარებით ხელმიუწვდომელ ადგილში, რათა თბილი აირის ზემოქმედებით დამწვრობა არ მიიღონ და ხშირად ცვალოთ წყალი ავზში. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმისთვის კომფორტულ მდგომარეობასა და პირობებს შეინარჩუნებთ თქვენ საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account