როგორ ამოვიცნოთ ვარიკოზული ვენები?

 

დაღლილობა ქვედა კიდურებში, ფეხების წვისა და ტკივილის შეგრძნება დგომისა თუ ჯდომის პერიოდში - შესაძლოა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ნიშანი იყოს

 

იმისთვის, რომ დროულად ამოიცნოთ დაავადება, ჩაიატაროთ შესაბამისი კვლევები და თავიდან აირიდოთ მისი გართულებები, სისხლძარღვთა ქირურგი, გიგი ბრეგაძე გირჩევთ:

დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება საკუთარი თავისთვის და ეკონომიას ხშირად ჯანმრთელობის ხარჯზეც კი ვაკეთებთ. მაგალითად, დილას ადრე ენერგიულად ვიღვიძებთ, ყველაზე ლამაზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მივდივართ სამსახურში და სულ ცოტა ხანში, ქვედა კიდურების საოცარი ტკივილისა და წვის შეგრძნების გამო ერთი სული გვაქვს სახლში როდის დავბრუნდებით. ყველაფერს მაინც ფეხზე დგომას, არაკომფორტულ ფეხსაცმელს ან რაიმე მსგავსს დავაბრალებთ და ჩვენს ორგანიზმში მიძინებულ „ნაღმზე“ არც კი დავფიქრდებით.

 პსპს რუბრიკა „იზრუნე ჯანმრთელობაზე“ სწორედ ამ მიზანს ატარებს. გაგაცნოთ სხვადასხვა ტიპის დაავადებები, გასწავლოთ  სიმპტომატიკის ამოცნობა და უკეთეს შემთხვევაში, დაგეხმაროთ მათ პრევენციაში.

ქრონიკულად მიმდინარე სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებული ვარიკოზული ვენები, ანუ ვენების გაგანიერებაა, რომელიც ხასიათდება:

·         იისფერი-მოლურჯო შეფერილობის ვენებით სხეულის სხვადასხვა ნაწილე (უმეტესად ქვედა კიდურებზე)

·         ტკივილით, სიმძიმით, წვის შეგრძნებით ფეხების არეში

·         ქავილით ვენების გარშემო

·         განსაკუთრებული დისკომფორტით ფეხზე დგომის ან ხაგრძლივად ჯდომისას

·         უარეს შემთხვევაში კუნთების კრუნჩხვით, წყლულებით, სისხლდენით ვარიკოზული ვენებიდან

ყველანაირი დაავადების პრევენციაზე საუბრისას ჯანსაღი ცხოვრების წესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამომწვევ მიზეზებს შორის ჩვენგან დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორებიც გახლავთ. მაგალითად:

გენეტიკური მიდრეკილება - თუ ოჯახის ისტორიაში ვარიკოზული ვენები სხვადასხვა წევრს აწუხებდა, მეტად იზრდება დაავადების გამოვლენის რისკი;

ასაკი - მის მატებასთან ერთად, ვენები კარგავს ელასტიურობას, მისი კედლები სუსტდება და ჭარბი რაოდენობით დაგროვებული სისხლის გამო განივრდება.