სქესობრივი ცხოვრება მითები და რეალობა
მედიცინა ჰიპოთეტური დარგია, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიწყებთ საუბარს
მედიცინა ჰიპოთეტური დარგია, რაც ბუნებრივად ტოვებს 1%-იანი ცდომილების და ორგანიზმის ინდივიდუალობის ადგილს, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიწყებთ საუბარს. მითები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს რიგი სტიგმების, ტრადიციების ან იატაკქვეშა საუბრების შედეგია. დღევანდელ სტატიაში, რამდენიმე მათგანს გავაქარწყლებთ.
1. მენოპაუზა - ეს დასასრულია!
მოდით, დასასრულით დავიწყოთ. იმიტომ, რომ მენოპაუზა უბრალოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რომელიც ციკლის შეწყვეტიდან 1 წლის თავზე დგება და მთელი რიგი სიმტომატიკა ახლავს თან, თუმცა, ეს აპრიორი ასე არ არის, მითუმეტეს, რომ აღნიშნული დისკომფორტების მართვა გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის დახმარებით სავსებით რეალურია. და არა, რეპროდუქციული ჰორმონების შემცირება არ ნიშნავს ლიბიდოს დაქვეითებას და არ მოიაზრებს სქესობრივი ცხოვრების შეწყვეტას.
2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები STD (სგგდ - სოკო, ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი) მხოლოდ სქესობრივი აქტით შეიძლება გადაგედოს
სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია მითია. ინფექციური დაავადებების გადადება შესაძლოა მოხდეს დაავადებულის ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით, მისი ნივთებით კანის შემშრალებით, ან უშუალოდ კანზე შეხებით. რა თქმა უნდა, სისხლით, ლორწოთი და ნერწყვითაც.
3. STD-ს გადადება არ ხდება კონდომის გამოყენებისას.
წინა პასუხის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ გეტყვით, რომ პარტნიორის ბარიერული კონტრაცეპტივის გამოყენება ჰიგიენური ნორმების მაჩვენებელს ზრდის, თუმცა დაავადების გადადების შესაძლებლობას ტოვებს.
4. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არ იკურნება
ბაქტერიული სიფილისი, გონორეა, პარაზიტული ტრიქომონიაზი, ქლამიდია - განკურნებადი დაავადებებია! G ჰეპატიტი, HIV, HSV, HPV ანუ ადამიანის პაპილომავირუსი იმართება და მათი მკურნალობა ნამდვილად შედეგიანია.
5. გენიტალური სოკოვანი დაავადებები მხოლოდ ქალებს უვლინდებათ
ეს დიდი სიცრუეა. კანდიდა ნებისმიერი ჩვენგანის ორგანიზმშია და გამოვლენისთვის საჭირო პირობებს ელის, იქნება ეს იმუნიტეტის დაქვეითება, ბინძური წყლით დაბანა, სველი ტანსაცმლით სიარული თუ არასრულფასოვანი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
რამდენიმე წინადადებით სხვა მითებსაც შეგვიძლია შევეხოთ. მაგალითად, გავრცელებულია აზრი, რომ ბარიერული კონტრაცეპტივის, ანუ პრეზერვატივის ორი ცალის გამოყენება - აორმაგებს დაცვას. რეალურად, ეს ზრდის მისი დაზიანების რისკს, შესაბამისად, არ არის რეკომენდებული დაორსულებისა თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის.
აქვე, ქალს შესაძლოა ჰქონდეს ელასტიური საქალწულე აპკი და მის დეფლორაციას არ ახლდეს სისხლდენა.
ასევე, მოისმენთ იმასაც, რომ შიდსი მხოლოდ ჰომოსექსუალ მამაკაცებს უდასტურდებათ. სამწუხაროდ ეს სტიგმა მთელ რიგ პაციენტებს ტოვებს ყურადღების მიღმა. შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის, სქესის, რასისა თუ ეროვნული კუთვნილების ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს. მისი გადაცემა კი სქესობრივი კონტაქტით, ინფიცირებულის სისხლთან კონტაქტით თუ დედიდან ბავშვზე, მუცლდაყფონის პერიოდში ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი ჯანმრთელობისა თუ უბრალოდ ცხოვრების გარშემო მრავალი მითია გავრცელებული, სწორი ინფორმაციის სანდო წყაროებში თუ ექიმთან მოძიება სირთულეს აღარ წარმოადგენს. ამიტომ, თუ რაიმე ეჭვი ან კითხვის ნიშანი გაქვთ, მიმართეთ მათ, ვისი კომპეტენციაც მითების დონეს ცდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account