აუტისტური სპექტრის აშლილობები მათი სირთულის მიხედვით სხვადასხვა სიმპტომატიკით გამოიხატება

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამა თუ იმ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტენდენცია შეინიშნება. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, რომ პათოლოგიათა დიდი წილისგან აცრა გვიცავს და შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

 

ამ სტატიაში გიყვებით არა-ნაკლებ საინტერესო ინფორმაციას ნაკლებად ცნობადი, ან უფრო სწორად, შეცნობილი დაავადების - აუტიზმის შესახებ.

  აუტისტური სპექტრის აშლილობები ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს მიეკუთვნება, რასაც გავლენა აქვს სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და ქცევაზე. გენეტიკური და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით მისი რამდენიმე სპექტრია გამოკვეთილი და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით დგინდება. როგორც დემოგრაფიული სტატისტიკა გვიჩვენებს, მეტად ჭარბობს ბიჭებში, განსაკუთრებით მკაფიოდ სიმპტომატიკა ადრეული ასაკიდან ვლინდება, თუმცა 3 წლამდე ექიმები ერიდებიან შესაბამისი დიაგნოზის დასმას.

 

სიმპტომატიკა:

კომუნიკაციის პრობლემა - ხშირ შემთხვევაში, მშობლები ექიმს აკითხავენ ბავშვის განვითარებაში ჩამორჩენის შესახებ ჩივილებით. მაგალითად, დაქვეითებული სმენისა თუ მეტყველების პრობლემებით. აუტისტური სპექტრის ბავშვები შესაძლოა არ რეაგირებდნენ დაძახებაზე, საკუთარ სახელზე და ყვირილზეც კი. ისინი ჩვეულებრივ საუბრობენ ან საერთოდ არ იწყებენ ლაპარაკს. შესაძლოა უჭირდეთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ან გაუგებრად აკეთებდნენ ამას. ხშირად იჩემებენ სიტყვასა და ფრაზას, რომელსაც ბევრჯერ იმეორებენ დღის მანძილზე.

 

გარემოსთან ურთიერთობის პრობლემა - რადგან აღნიშნულ პაცენტებს საკუთარი სამყარო აქვთ, უჭირთ კომუნიკაციის დამყარება სხვა პირებთან, სირთულეს წარმოადგენს საკუთარი ემოციების გაზიარება და მართვა, ამიტომ შესაძლოა ესაუბრებოდნენ მათთვის კომფორტულ გამოგონილ პერსონაჟებს, გამოგონილ ენაზე. პაციენტებს უმეტესად ახასიათეთ მიჯაჭვულობა კონკრეტული საგნების ან მოქმედებებისადმი, ხშირი განმეორება კონკრეტული მოძრაობების და მზერის არიდება თვალი-თვალში კონტაქტისას.

 იმ შემთხვევაში თუ მშობელი ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე სიმპტომს შენიშნავს, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.  აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირებისთვის მუშაობენ: ოკუპაციური თერაპევტები, ფსიქოლოგები, ნეიროფსიქოლოგები და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებიც.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სრულად განკურნება თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებს აღემატება, თერაპიული მკურნალობით პაციენტები სწავლობენ ამა თუ იმ თავისებურების მართვას, რაც მკვეთრად აუმჯობესებს მათი ცხოვრებისა და სოციალიზაციის ხარისხს.