მოკლედ ძვლოვანი დაავადებების შესახებ

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა პირდაპირ განაპირობებს ცხოვრების ხარისხსს, სწორედ ამიტომ, ცნობიერებას აღნიშნულ საკითხის გარშემო გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

 სირბილი, სიარული, სეირნობა, დაჯდომა და ადგომა, მოკლედ, ნებისმიერი ტიპის გადაადგილებისა თუ ერთი შეხედვით რუტინული მოძრაობის შესრულებისას ძვლოვანი, ანუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს.სწორედ ამიტომ, ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც ჩონჩხს ან მის ერთეულს შეიძლება შეექმნას, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან ასოცირდება.

დაფიქრებულხართ, რომ მიუხედავად ძვლის ერთი შეხედვით მყარი სტრუქტურისა, ის იზრდება? ამ პროცესის რეგულირება ტვინიდან, კერძოდ ქვედა დანამატიდან, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალ - ჰიპოფიზიდან ხდება. სწორედ ჰიპოფიზი გამოყოფს სომატოტროპულ ჰორმონს, რაც განაპირობებს მთელი ორგანიზმის ზრდას, ცილების წარმოქმნას, უჯრედების გაყოფას, გამრავლებას და დიფერენცირებას. ძვალი სისხლით იკვევება, სისხლში კი - ნივთიერებათა ცვლა ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიმყარეზე პასუხისმგებელი ორგანული ნივთიერებებია, მათ შორის დიდი დოზით წარმოდგენილი  კალციუმის ფოსფატი და ასე ცნობილი კოლაგენური ბოჭკოები, რომელთა შლის და განლევის პროცესი ასაკობრივად კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. შესაბამისად, ძირითადი საშენი მასალის გარეშე დარჩენილი ორგანოთა სისტემა სიმყიფეს იძენს და მეტად მიდრეკილი ხდება ტრავმებისადმი.

რა თქმა უნდა, კალციუმის ნაკლებობის, ან მისი ნორმალურად გამომუშავების თუმცა შენელებულად ათვისების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მხოლოდ ასაკი არ არის. მასზე გავლენა შეიძლება იქონიოს:

1.      სხვადასხვა ორგანოს დისფუნქციამ (მაგალითად თირკმლის)

2.      ნივთიერებათა ცვლის დარღრვევებმა

3.      რიგი მედიკამენტებით მკურნალობამ

4.      ცხოვრების და კვების წესმა

5.      კოფეინიანი სასმლის დიდი დოზით მოხმარებამ

აღსანიშნავია, რომ კალციუმის მკვეთრი ნაკლებობა გარდა ძვლოვანი სისტემის დაავადებებისა, იწვევს ისეთ დისკომფორტებს, როგორებიცაა:

-         თავბრუსხვევა

-         ენერგიის ნაკლებობა

-         გაფანტულობა

-         მეხსიერების პრობლემები

-         ინსომნია და სხვა.

ოსტეოპოროზის, ანუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ასაკი (60+) და სქესი(მდედრობითი) მოწინავე ადგილს იკავებს. მის განვითარების პროცესს ახლავს ძვლის სტრუქტურის ცვლილება და მისი სიმკვრივის შემცირება, თუმცა საწყის ეტაპზე ამ პრობლემის აღმოჩენა მხოლოდ პროფილაქტიკური კვლევითაა შესაძლებელი. რეალურად, დავაადების მიმდინარეობა ჩუმია და გამწვავებამდე სიმპტომები შემდეგი დისკომფორტების სახით იჩენს თავს:

-         კონკრეტული ძვლების ან წელის ტკივილი

-         სახსრების ტკივილი

-         მობილობის ნაწილობრივი შეზღუდვა (პირობითად, ტკივილი მოუხერხებელი მოძრაობის გაკეთებისას) ან დისკომფორტი გადაადგილებისას

-         დაჭიმულობის შეგრძნება ზურგის არეში

სამწუხაროდ, ამ ჩვენებების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში სხვადასხვა სირთულის ტრავმამ შეიძლება იჩინოს თავი.

 ოსტეოპოროზის პრევენციის უნიკალური ფორმულა არ არსებობს. აუცილებელია კალციუმისა და D ვიტამინის პერიოდული საპროფილაქტიკო მიღება (ექიმთან შეთანხმებული დოზირებით), აქტიური ცხოვრების წესი, წონის კონტროლი და რა თქმა უნდა, ძვლის სიმკვრივის განმსაზღვრელი არაინვაზიური კვლევის, დენსიტომეტრიის სადიაგნოსტიკო ჩატარება ქალებისთვის 45 წლიდან, მამაკაცებისთვის კი 55 წლიდან. შეგახსენებთ, დროული დიაგნოსტიკა დაავადებათა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა!