როგორ შევარჩიოთ ანტიპერსტირანტი სწორად

თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჩერებულა აფთიაქის დახლთან და დაფიქრებულა, რა უფრო გონივრული არჩევანია, დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი? და თუ ამ უკანასკნელის შეძენა გვსურს, რამდენად უსაფრთხოა გამოსაყენებლად? დღევანდელი სტატიაში ყველა აქტუალურ შეკითხვაზე იპოვით პასუხს.

პირველ რიგში განვმარტოთ:

დეოდორანტი - ნიღბავს უსიამოვნო სუნს

ანტიპერსპირანტი - ამცირებს ოფლის რაოდენობას

სწორედ ამ განსხვავებით გამო, ანტიპერსპირანტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წამლის კატეგორიას არის მიკუთვნებული და ამერიკაში მისი წარმოების რეგულირებას საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ახდენს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მეტად აფიქრებს მომხარებელს და დეოდორანტს უფრო უსაფრთხო და მარტივ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. რეალურად, პროდუქტს ორი სახის მოქმედება გააჩნია: ის ანტიმიკრობულ კომპონენტებს შეიცავს და ამცირებს ოდორის წარმომქნელი ბაქტერიების რიცხვს, მეორეს მხირვ, შეიცავს არომატიზატორებს, რომელიც ნიღბავენ უსიამოვნო სუნს.

თუმცა, დამეთანხმებით, რომ მათთვის, ვისაც ჭარბოფლიანობა აწუხებს, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე, შეუძლებელია ზემოთ აღნიშნული უპირატესობები დამაკმაყოფილებელი იყოს.

ანტიპერსპირანტი თრგუნავს საოფლე ჯირკვლების მოქმედებას, შესაბამისად, ამცირებს ოფლის გამოყოფას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მტკიცებითი მედიცინა და ჩატარებული კვლევები არ მიიჩნევს ანტიპერსპირანტს ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტად. აღნიშნულზე მეტყველებს როგორც FDA (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის) ასევე, აშშს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის დებულება).

არჩევნის გაკეთებისას ყურადღება გაამახვილეთ შემადგენლობაზე. თუ ფორმულაში არსებულ რომელიმე კონკრეტულ ინგრედიენტზე ალერგიული ხართ, შესაძლოა ანტიპერსპირანტის გამოყენების შემდგომ კანი გაგიღიზიანდეთ, აგეწვათ ან სხვა დისკომფორტი განიცადოთ.

კომპონენტები, რომელსაც უნდა იცნობდეთ:

ალუმინი - ყველაზე ეფექტური ინგრედიენტია ოფლიანობის დასათრგუნად. მიუხედავად სხვადასხვა მითისა, რომელიც მის გარშემო არსებობს, ის სრულიად უსაფრთხოდ არის მიჩნეული და აქტიურად შეინიშნება წამყვანი დერმატო-კოსმეტოლოგიური ბრენდების შემადგენლობაში.

პარაბენები - ეს შემნახველი კომპონენტები ხელს უწყობენ პროდუქტის ხანგრძლივ ვარგისიანობას, თუმცა ორგანიზმში მათი ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას შესაძლოა ესტროგენთან მიმსგავსებული ქმედება გამოავლინონ. ჭარბი პარაბენი ზრდის მკერდის კიბოს რისკებს, ამიტომ მათი შემცველობით პროდუქტის გამოყენებისას სასურველია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში რამდენჯერმე ჩავსვათ რუტინაში.

Fragnance - არომატიზატორები ჯანმრთელობისთვის მეტწილად უსაფრთხო, თუმცა მგრძნობიარე კანისთვის ალერგიული კომპონენტებია.

ჩვენი მსყიდველობითი არჩევნის გაკეთებისას დილემა მაშინ იქმნება, როცა მითები იჭრება ცნობიერებაში და გვიშლის ხელს რაციონალურად ავირჩიოთ პროდუქტი, რომელიც რეალურად გადაჭრის ჩვენს პრობლემას. რეალურად, თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი პრობლემის სიმწვავის მიხედვით და არ იღელვოთ მათ გარშემო გავრცელებული სხვადასხვა წარმოდგენის შესახებ.