ექიმის რჩევები
-
Posted: June 06, 2022
გამოფიტული ორგანიზმი განიცდის მიკროელემენტების და ვიტამინების შიმშილს, რომელთა მარაგიც ამოიწურა ზამთრის ცივ პერიოდში. ინფექციებთან და გაზაფხულის ასთენიასთან ბრძოლაში ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ანუ ძლიერი საერთო სისუსტე, უძილობა, შრომიუნარის დაქვეითება, უხასიათობა და ა.შ. ძლიერდება თმის ცვენა, განსაკუთრებით დღეს ძალზედ მომრავლებულ გრძელთმიან გოგონებსა და ვაჟებში. უმეტეს შემთხვევაში ამ ყველაფერს ემატება მძიმე ფსიქო-ემოციური გარემო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. საბოლოო ჯამში ორგანიზმი ვარდება მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, რომელთან გამკლავებისთვისაც სასწრაფოდ გვესაჭიროება გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. ვრცლად ვიდეოში ენდოკრინოლოგი ისაუბრებს
-
Posted: May 27, 2022
ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ძვალ-სახსროვან დაავადებებზე
ცხოვრების პასიური წესი და დაბალი ფიზიკური აქტივობა ნეგატიურად აისახება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოთა სისტემაზე
მთელ დღეს კომფორტულ სავარძელში მოკალათებული კომპიუტერთან ვატარებთ, შემდეგ სამუშაო მაგიდას ვშორდებით და მიგვეჩქარება ტრანსპორტისკენ, რომელიც ჩვენი მინიმალური ჩართულობით მიგვიყვანს დანიშნულების ადგილას და გადაღლილი ჩავწვებით რბილ საწოლში. თანამედროვე ადამიანს დღიდან-დღემდე ისე შეუძლია თავის გატანა, რომ მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი არ დასჭირდეს.რეალურად, თუ სპორტით არ ხართ დაკავებული, ან ჯანსაღი ცხოვრების ენთუზიასტი არ ბრძანდებით, ინდუსტრიულ ქალაქებში განსაკუთრებით ჭირს ფეხით სიარული, სეირნობა, გარეთ ვარჯიში თუ სხვა ტიპის აქტივობა. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით სტრესული კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვისაა, რომელიც მუდმივად ითხოვს გარკვეულ მოძრაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უბრალოდ კარგავს სიმყარეს.
აღსანიშნავია, რომ ჩონჩხის
-
Posted: May 16, 2022
არტერიული ჰიპერტენზია ზრდასრული მოსახლეობის მესამედს აღენიშნება, აქედან თითქმის 50%-ს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია ან არ აქვს გაცნობიერებული რა დაავადებასთან აქვს საქმე, ამის მიზეზი არის ის რომ არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება არც აწუხებდეს ადამიანს და იგი სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს
არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი ფაქტორები არის: ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება, სტრესი, არასწორი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
ვრცლად კარდიოლოგი ზვიად კერესელიძე მოგიყვებათ ვიდეოში
-
Posted: May 10, 2022
ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, განსაკუთრებით იმატებს ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილება
თანამედროვე მკვლევარები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიაა დაწყებული, რაც სწრაფი კვების ობიექტების მომატების, ღარიბი კვებითი ღირებულების პროდუქტების პოპულარიზაციისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. რას გვიქადის აღნიშნული პრობლემა სამომავლოდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ზრდასრულ ასაკში ჭარბი წონის რისკ-ფაქტორების განხილვა აქტიურ ფაზაშია შესული.
სიმსუქნე, როგორც დიაგნოზი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით დგინდება, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ჭარბი წონა, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრთან არის კავშირში. ერთ-ერთი მათგანი კი ჰიპერტენზიაა.
რა არის ჰიპერტენზია
ჰიპერტენზია რამდენიმე სიტყვით რომ განვმარტოთ, არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის წნევაა მომატებული. ამ დროს სისხლი დიდი ხნის მანძილზე, მაღალი ძალით აწვება არტერიის კედლებს და შესწევს უნარი მნიშვნელოვნად დააზიანოს
-
Posted: May 06, 2022
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჩერებულა აფთიაქის დახლთან და დაფიქრებულა, რა უფრო გონივრული არჩევანია, დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი? და თუ ამ უკანასკნელის შეძენა გვსურს, რამდენად უსაფრთხოა გამოსაყენებლად? დღევანდელი სტატიაში ყველა აქტუალურ შეკითხვაზე იპოვით პასუხს.
პირველ რიგში განვმარტოთ:
დეოდორანტი - ნიღბავს უსიამოვნო სუნს
ანტიპერსპირანტი - ამცირებს ოფლის რაოდენობას
სწორედ ამ განსხვავებით გამო, ანტიპერსპირანტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წამლის კატეგორიას არის მიკუთვნებული და ამერიკაში მისი წარმოების რეგულირებას საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ახდენს.
რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მეტად აფიქრებს მომხარებელს და დეოდორანტს უფრო უსაფრთხო და მარტივ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. რეალურად, პროდუქტს ორი სახის მოქმედება გააჩნია: ის ანტიმიკრობულ კომპონენტებს შეიცავს და ამცირებს ოდორის წარმომქნელი ბაქტერიების რიცხვს, მეორეს მხირვ, შეიცავს არომატიზატორებს, რომელიც ნიღბავენ უსიამოვნო სუნს.
თუმცა, დამეთანხმებით, რომ მათთვის,
-
Posted: May 05, 2022
კვებითი ალერგია
კვებითი ალერგია თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მსოფლიოში დაახლოებით 200 – 250 მილიონი ადამიანი კვებითი ალერგიით არის დაავადებული, რომლის ძირითად წილი ბავშვთა პოპულაციაზე მოდის.
მოდით ჩამოვთვალოთ რომელ პროდუქტებზეასაუბარი:
ეს არის ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, თევზი და ზღვის პროდუქტი, სოიო, თხილეული, განსაკუთრებით არაქისი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ალერგენიაკვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლინებების ძირითადი წილი კანის მიერ გამოვლინებებზე მოდის, საკვების მიღების დროს შესაძლოა განვითარდეს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, ასევე ტუჩის ქუთუთოების, სახის შეშუპება , რომელსაც კვინკეს შეშუპებას ანუ ანგიოედემას უწოდებენ, ზოგ შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრეიბთ ბავშვებში საკვების მიღებისთანავე გულისრევა და დიარეა , ხოლო ყველაზე რთული საკვებისმიერი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკია.
როგორ ამოვიცნოთ კვებითი ალერგია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვრცლად ექიმი-ალერგოლოგი ნინო ლომიძე მოგიყვებათ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account