ამოიცანი დაავადება #ასთმა
ამოიცანი დაავადება #ასთმა
სტატიაში გაგაცნობთ ყველაფერს, რაც ქრონიკული დაავადების, ათმის შესახებ უნდა იცოდეთ
ქრონიკული დაავადებების შესახებ მრავალი მითია გავრცელებული, მათ შორის ის, რომ რადგან მათგან სამუდამოდ გათავისუფლება შეუძლებელია, ჯეროვანი მკურნალობაც უშედეგო იქნება. რეალურად, ეს წარმოდგენა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. სრულფასოვანი მკურნალობითა და კონტროლით დაავადება კონტროლს ექვემდებარება და შედარებით ნაკლებად ვლინდება მისი სიმპტომატიკა. დღეს ასთმაზე ვისაუბრებთ.
რა არის ასთმა?
სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება.
სიმპტომატიკა
ასთმის ხარისხის მიხედვით, პაციენტები სხვადასხვა ხარისხის დისკომფორტს განიცდიან. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სიმპტომატიკის გამოვლენა უფრო აქტიური ღამის საათებშია, ამიტომ შესაძლოა დაავადება უძილობის მაპროვოცირებელიც კი გახდეს. ასთმას უმეტესად ახასიათებს:
- ხიხინი
- მსტვინავი სუნთქვა
- ძლიერი ხველა
- სუნთქვის გაძნელება
- გულ-მკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება
- სპაზმი
- ქოშინი
- სუნთქვის გახშირება
- სხვა;
ასთმის დიაგნოსტირება შესაძლებელია, როგორც მსუბუქი სიმპტომებით ექიმთან ვიზიტისას, ასევე უშუალოდ მძიმე შეტევის დროს, როდესაც პაციენტს აღენიშნება განსაკუთრებული დისკომფორტი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და კარგავს კანის ფერს. ასეთ დროს საჭიროა სპაზმის მომხსნელი საშუალების მიღება და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
გამომწვევი ფაქტორები
ისევე, როგორც ნებისმიერ ქრონიკული ხასიათის დაავადებას, ასთმის განვითარებასაც რიგი ფაქტორები უწყობს ხელს. განსაკუთრებით ხშირია გენეტიკური განწყობა ალერგიული დაავადებებისადმი, დიაგნოზირებული სიმსუქნე, ალერგენებთან შეხება და ზოგადად, მომატებული ალერგიული ფონი, მწეველობა, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, სხვადასხვა ვირუსული დაავადების გადატანა, ქიმიური ნივთიერებების ჭარბად შესუნთქვა და სხვა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასთმა ბრონქული ხის ანთების შედეგია, რაც კუნთების სპაზმით ხასიათთდება და მისი გამოვლენა შესაძლოა პატარებშიც, შესაბამისად, დიაგნოზირების პროცესში მნიშვნელოვან როლს მშობლის დაკვირვება თამაშობს. თუ ბავშვს ღამით გამოღვიძება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მკერდის შებოჭილობა ან მცირე დატვირთვისასაც კი ქოშინი ახასიათებს, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.
დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა სამკურნალო საშუალებებს მიენიჭება, რომელიც როგორც მედიკამენტური, ასევე საინჰალაციო სახით არის წარმოდგენილი და მნიშვნელოვნად ამცირებს ასთმის სიმპტომების გამოვლენის სიხშირეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account