როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს
ყველაფერი, რაც ცხიმიანი კანის შესახებ უნდა იცოდე
განსაზღვრეთ საკუთარი კანის ტიპი და შეადგინეთ შესაბამისი რუტინა.
ათეული წლის წინ კორეელი ქალების მარმარილოსებრი კანის საიდუმლოდ მხოლოდ მათი ცხოვრების წესი და იდეალური კვების რეჟიმი მოიაზრებოდა. ძალიან მალე ყველაფერს ფარდა აეხადა, თავის ადგილას დალაგდა ან იქნებ კიდევ უფრო აირია, რადგან მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა კორეელების კანის მოვლის მრავალსაფეხუროვანი რუტინა. ის იცვლება კანის ტიპების, სეზონების და პირადი პრეფერენციების მიხედვით.
პირველ რიგში, როგორ განვსაზღვროთ ჩვენი კანის ტიპი?
თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ:
ხშირად ხუმრობენ, რომ ცხიმიანი კანი არის რთულად მოსარჯულებელი „საჩუქარი“ ბუნებისგან. ეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი დებულებები იდეალურად აღწერს რუტინას და თავისებურებებს, რომელიც მუდმივად მბზინვარე კანის პატრონებს ხვდათ წილად.
ნორმალურ პირობებში თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურად მუშაობას და გამოყოფს სებუმს, რომელიც ბრწყინავს სახის სხვადასხვა ზონაზე. ეს რომანტიკა შესაძლოა სულ მარტივად დაირღვეს, თუ წარმოიდგენთ რა გზას გადის ცხიმის მოლეკულა გამოთავისუფლებამდე. მან უნდა გაიაროს სადინრები, შემდეგ ფორები, რომელთა დიამეტრიც გაცილებით ნაკლებია ცხიმის მოლეკულებთან შედარებით, ამიტომ იოლია ე.წ გაჭედვა და ანთებითი პროცესის ფორმირება. თქვენ გრძნობთ დისკომფორტს, სიწითლეს, შესიებას, სიმაგრეს, რომელიც მალე გამონაყარად იჩენს თავს.
თავისებურება:
ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, მათ შორის იმ ფაქტსაც, რომ ცხიმიანი კანი გაქვთ და რუტინის ჯეროვნად შესრულების გარეშე, შესაძლოა დისკომფორტის გრძნობას განიცდიდეთ, ამავდროულად, მიდრეკილი ხართ აკნესკენ, რაც რა თქმა უნდა ზედმეტ თავსატეხად შეიძლება იქცეს. რეალურად, ცხიმიანი კანი რთულად ნაოჭდება, არ არის მიდრეკილი მიმიკური და ასაკობრივი ხაზებისკენ, შესაბამისად, გვიან ბერდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ რუტინის აწყობისას?
ცხიმიანი კანის მოვლის რუტინაში განსაკუთრებული ადგილი გაწმენდის ფაზას ენიჭება, შესაბამისად, დასაბანი საშუალებების გამოყენება როგორც საღამოს, ასევე დილის რუტინაშია აუცილებელი.
პროდუქტების შერჩევისას ყურადღება მჟავების დიფერენცირებაზე უნდა გავაკეთოთ და აქტივი სწორად შევარჩიოთ.
ბიოლოგიისა და ქიმიის სახელმძღვანელოსკენ თუ წაგიცდათ ხელი, საქმეს ჩვენ გაგიმარტივებთ. ბეტა ჰიდროქსი მჟავას უპირატესობას ანიჭებენ ცხიმიანი, აკნესა და ე.წ შავი წერტილების ფორმირებისკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანები.
რატომ?
მჟავების ამ ტიპს შეუძლია ღრმად შეაღწიოს ფორებში და გაათავისუფლოს თუნდაც დახშული სადინრები. ამასთანავე, ბეტა ჰიდროქსი მჟავას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს რა იწვევს თქვენს კანზე გამონაყარს - სწორად შერჩეული ამქერცლავი საშუალება აღნიშნულ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ.
ძირითადი BHA ექსფოლიანტები, რომლებსაც კანის მოვლის საშუალებებში შეხვდებით:
Salicylic acid/ სალიცილის მჟავა: ყველაზე გავრცელებული და ასევე ყველაზე ძლიერი მოქმედებისაა, თუმცა ითვლება ფაქტობრივად უალტერნატივო საშუალებად ვიზუალურად შესამჩნევი ფორებისა და შავი წერტილების საწინააღმდეგოდ.
Betaine salicylate /ბეტაინის სალიცილატი: BHA, რომელიც შედგება სალიცილის მჟავისა და ბეტაინისგან (შაქრის ჭარხლისგან მიღებული დამატენიანებელი ამინომჟავა). ის სალიცილის მჟავის უფრო ნაზი ალტერნატივაა და მწარმოებლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანაბრად ეფექტურია. (ბეტაინის სალიცილატის 4% კონცენტრაცია, როგორც ამბობენ, უდრის 2% სალიცილის მჟავას.)
Salix alba ან ტირიფის ქერქის ექსტრაქტი: ბუნებრივი BHA, მიღებული ტირიფის ქერქისგან. სალიცინის შემცველობა გარდაიქმნება სალიცილის მჟავად, მაგრამ ის გაცილებით სუსტია და შედეგის მისაღებად საკმაოდ დიდი დროა საჭირო.
პროდუქტები, რომელსაც უნდა მიანიჭოთ უპირატესობა:
მეტწილად აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივებით მდიდარი უნდა იყოს დასაბანი საშუალება ან ტონერი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მჟავებით დაკომპლექტებული ფორმულა შედარებით აშრობს სახის კანს, ამიტომ სასურველია T ან რეალურად ჭარბი ცხიმიანობის ზონებზე გამოიყენოთ დილის ან/და საღამოს რუტინაში. უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს!
რაც შეეხება დამატენიანებელს, აქ ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, არაკომოდოგენურობაზე კეთდება. კომოდოგენურია პროდუქტი, რომელიც ახშობს ფორებს და აპროვოცირებს გამონაყარს, ამიტომ ცხიმიანი კანის მქონე ადამიანები განსაკუთრებით უნდა ერიდონ მსგავს ინგრედიენტებს როგორც კანის მოვლის, ასევე დეკორატიული კოსმეტიკის საშუალებებში. იმ შემთხვევაში, თუ ფორმულის წაკითხვისას თავად ვერ ამოიცნობთ „მავნებლებს“, ეძებეთ შეფუთვაზე წარწერები: Non-comodogenic, doesn’t clog pores.
და მითები?!
აღნიშნული თემის დასრულება შეუძლებელი იქნება რამდენიმე გავრცელებული მითის დამსხვრევის გარეშე.
1. ცხიმიან კანს არ ესაჭიროება დამატენიანებელი საშუალება
სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებლობაა. ბუნებრივი ცხიმი, რომელსაც თქვენი კანი გამოყოფს შესაძლოა ანთების მაპროვოცირებელი გახდეს, ამიტომ ის სათანადოდ უნდა მოიშოროთ და გამოიყენოთ არაშემაწუხებელი, მსუბუქი დამატენიანებელი საცხი აბსოლუტურად სუფთა კანზე.
2. შეგვიძლია გავხსნათ ან დავხუროთ ფორები
კარგი იქნებოდა ფორებს ჰქონოდათ სარკმელი, რომელსაც გამოვხსნიდით, თუმცა ორგანიზმი გაცილებით რთულადაა მოწყობილი. ის, რომ დაბინძურებული ფორები, შავი წერტილებით შედარებით უფრო მეტად არის შესამჩნევი, ხოლო სუფთა მდგომარეობაში - ნაკლებად, არ ნიშნავს, რომ გახსნა-დახურვის შედეგია.
3. და (მ)ჭადის ფქვილი?
მსხვილგრანულოვანი, მექანიკური მოქმედების სკრაბები კაწრავს და აზიანებს კანის დამცავ ბარიერს. შედეგი, რომელსაც ხედავთ მხოლოდ დროებითია და ხანგრძლივ პერსპექტივაში არასახარბიელო ვიზუალს გვპირდება.
რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, ამიტომ უნიკალურია ჩვენი კანის ტიპები, პასუხები გარემო გამაღიზიანებლებსა და მოვლის პროდუქტებზე, თუმცა რამდენიმე მარტივი წესის დაცვით და სწორი პროდუქტებით
სტატიის ქვემოთ იხილეთ პროდუქტები, რომელის განკუთვნილია მშრალი კანისთვის
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account