იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. როგორ შევარჩიოთ ოპტიკური სათვალე სწორად?

    როგორ შევარჩიოთ ოპტიკური სათვალე სწორად?

     

    მიუხედავად გადაუდებელი საჭიროებისა, ოპტიკური სათვალის სწორად შერჩევა საკმაოდ დიდ სირთულესთან და ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული

    დაფიქრებულხართ, რომ ოპტიკური სათვალე ჩვეულებრივი სამკურნალო ინსტრუმენტია? შესაბამისად, მისი დაგვიანებით დანიშვნა, არასწორად შერჩევა თუ ვერ მორგება შესაძლოა მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პათოლოგიების წინაპირობა გახდეს.

       სათვალე ინიშნება ექიმი-ოფთალმოლოგის კაბინეტში ჩატარებული სადიაგნოსტიკო პროცედურების შემდეგ, ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვის განვითარების

    Read more »
  2. მზისგან დაცვა და დამცავების მნიშვნელობა - ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

    მზისგან დაცვა და დამცავების მნიშვნელობა - ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

    რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი

    ყველა, აბსოლუტურად ყველა მედიკოსი დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და მისგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ვრცლად ვიდეოში მოგიყვებათ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

    Read more »
  3. ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები

    ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები

    დადგა ნანატრი ზაფხული და გასაგრილებლად თუ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ზღვის სანაპიროებისა და აუზებისკენ ავიღეთ გეზი. რეალურად, ეს მეტად უწყინარი ადგილები შესაძლოა ისეთი უსიამოვნო დაავადების გავრცელების ბუდე გახდეს, როგორიც ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ აღნიშნულ დისკომფორტს, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

    სოკოვანი დაავადებას ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს. დაავადების გამომწვევი სოკოსა და პარაზიტისთვის საკმარისია მოხვდეს მისთვის ხელსაყრელ პირობებში (ნესტი, სიმჭიდროვე) და უმალ იჩენს თავს.

    მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომატიკით: ფრჩხილის გაყვითლება, მსხვრევადობისაკენ მიდრეკილება, გასქელება.

    ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია

    -         ტერფის ტრავმა

    -         ფრჩხილის დაზიანება ან ოპერაცია

    -         დიაბეტი

    -        

    Read more »
  4. როგორ გავუმკლავდეთ შებერილობას?

    როგორ გავუმკლავდეთ შებერილობას?

    ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოქმნილი აირები ქმნიან დისკომფორტს მუცლის ღრუს არეში სიმძიმის, ტკივილის, მომატებული სიმკვრივის სახით.

    იცოდით, რომ ყველა ადამიანისთვის ნაცნობი, ერთი შეხედვით უწყინარი მდგომარეობა - შებერილობა, რეალურად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომი შესაძლოა იყოს?!

     ნაწლავებში დიდი რაოდენობით გარსიანი აირების წარმოქმნა მეტეორიზმის მიზეზი შესაძლოა გახდეს. ნაწლავში აირის გაადგილებას თან ახლავს ყრუ ან მკვეთრი ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, მუცლის ნორმალურზე მეტად გამკვრივება, ხმაური და დაგროვილი აირების სხვადასხვა სახით გამოთავისუფლება.

    შებერილობა ერთ-ერთ დამახასიათებელი სიმპტომს წარმოადგენს შემდეგი პათოლოგიებისთვის:

    ·         საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები;

    ·         ენტერიტი;

    ·         კოლიტი;

    ·         გაღიზიანებული

    Read more »
  5. როგორ დავიცვათ ბავშვები მზის გამოსხივებისგან?

    როგორ დავიცვათ ბავშვები მზის გამოსხივებისგან?

    ყველა მშობელი დაგვეთანხმება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი პატარები ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან დავიცვათ.

    ზაფხულის გრძელ და თბილ დღეებს პატარებისთვის განსაკუთრებული ხალისი მოაქვს, რაც ბუნებრივად დაკავშირებულია ეზოში თამაშთან, სანაპიროზე თუ აუზზე დროის სასიამოვნოდ გატარებასა და სხვა გარე აქტივობებთან. რთულია აუხსნა ბავშვს, დღის რომელი პერიოდია ნაკლებ სახიფათო, ამიტომ დღევანდელ სტატიაში რისკების შესამცირებლად რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ.

     

    ·         ულტრაიისფერი სხივები ორი ტიპის არის, UVA - შედარებით გრძელი სხივია, რომელიც კანს უჯრედულ დონეზე აზიანებს და სხვადასხვა პათოლოგიის ტრიგერს წარმოადგენს. UVB - ძირითადად კანის ზედაპირზე მოქმედებს და დამწვრობის წინაპირობა ხდება. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას ყურადღება შემდეგ წარწერებზე უნდა გავამახვილოთ:

    1.      Broad spectrum UVA/UVB - ასეთი მანიშნებლის მქონე პროდუქტი თქვენი პატარის სრულფასოვან

    Read more »
  6. ვაგინალური კანდიდოზი

    ვაგინალური კანდიდოზი

    ვაგინალური კანდიდოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ის მსოფლიოში ვაგინალური ინფექციების მიმართვიანობის მეორე ადგილზე იმყოფება და ყოველი ოთხი ქალიდან სამს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი;

    ვაგინალური კანდიდოზი არის საშოს სოკოვანი ინფექცია, რომელსაც იწვევს საფუარის ტიპის სოკო კანდიდა; ის წარმოადგენს პირობით-პათოგენურ სოკოს, რომელიც, ნორმაში მცირე რაოდენობით, ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში, მაგრამ არ იწვევს არანაირ ჩივილს და სიმპტომს; 

    ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ჯგუფს.

    დაავადებას ახასიათებს წვის შეგრძნება და ინტენსიური ქავილი საშოსა და ვულვის (სასქესო ორგანოების გარეთა ნაწილის) მიდამოში, რაც განსაკუთრებით მწვავდება მოშარდვის დროს; დამახასიათებელია ვულვის სიწითლე და შეშუპება; ტკივილი საშოში, რომელიც ძლიერდება სქესობრივი აქტის დროს; ქალს აწუხებს სქელი, უსუნო ხაჭოსებრი კონსისტენციის გამონადენი საშოდან;

    აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეს სიმპტომები პირველად განგივითარდათ, რათა დაავადებამ ქრონიკული ხასიათი

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy