იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. მენისკი

    მენისკი

    რა არის მენისკი?
    ქირურგი ორთოპედი გიორგი ჭუმბურიძე გესაუბრებათ მენისკთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე 

     

    Read more »
  2. სქესობრივი ცხოვრება მითები და რეალობა

    სქესობრივი ცხოვრება მითები და რეალობა

    მედიცინა ჰიპოთეტური დარგია, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიწყებთ საუბარს

     

     მედიცინა ჰიპოთეტური დარგია, რაც ბუნებრივად ტოვებს 1%-იანი ცდომილების და ორგანიზმის ინდივიდუალობის ადგილს, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიწყებთ საუბარს. მითები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს რიგი სტიგმების, ტრადიციების ან იატაკქვეშა საუბრების შედეგია. დღევანდელ სტატიაში, რამდენიმე მათგანს გავაქარწყლებთ.

     

    1.      მენოპაუზა - ეს დასასრულია!

    მოდით, დასასრულით დავიწყოთ. იმიტომ, რომ მენოპაუზა უბრალოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რომელიც ციკლის შეწყვეტიდან 1 წლის თავზე დგება და მთელი რიგი სიმტომატიკა ახლავს თან, თუმცა, ეს აპრიორი ასე არ არის, მითუმეტეს, რომ აღნიშნული დისკომფორტების მართვა გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის დახმარებით სავსებით რეალურია. და არა, რეპროდუქციული ჰორმონების შემცირება არ ნიშნავს ლიბიდოს დაქვეითებას და არ მოიაზრებს

    Read more »
  3. ამოიცანი დაავადება #ასთმა

    ამოიცანი დაავადება #ასთმა

    ამოიცანი დაავადება #ასთმა

    სტატიაში გაგაცნობთ ყველაფერს, რაც ქრონიკული დაავადების, ათმის შესახებ უნდა იცოდეთ

    ქრონიკული დაავადებების შესახებ მრავალი მითია გავრცელებული, მათ შორის ის, რომ რადგან მათგან სამუდამოდ გათავისუფლება შეუძლებელია, ჯეროვანი მკურნალობაც უშედეგო იქნება. რეალურად, ეს წარმოდგენა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. სრულფასოვანი მკურნალობითა და კონტროლით დაავადება კონტროლს ექვემდებარება და შედარებით ნაკლებად ვლინდება მისი სიმპტომატიკა. დღეს ასთმაზე ვისაუბრებთ.

    რა არის ასთმა?

    სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება.

    სიმპტომატიკა

    ასთმის ხარისხის მიხედვით, პაციენტები სხვადასხვა ხარისხის დისკომფორტს განიცდიან. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სიმპტომატიკის გამოვლენა უფრო აქტიური ღამის საათებშია, ამიტომ შესაძლოა დაავადება უძილობის მაპროვოცირებელიც კი გახდეს. ასთმას უმეტესად ახასიათებს:

    -         ხიხინი

    -        

    Read more »
  4. პირველადი დახმარება - საჭირო რჩევები!

    პირველადი დახმარება - საჭირო რჩევები!

    როგორც ამბობენ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა სხვა ადამიანებისთვის, რადგან ასე მრავალი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

     

      პირველადი დახმარების ცოდნა სხვა ადამიანების გადარჩენისკენ გადადმული ნაბიჯია, რომელიც მრავალ ქვეყანაში სასკოლო საგნად ისწავლება და პერიოდული, სავალდებულო გადამზადებით იხვეწება. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის გარეშე სხვა პირები უძლურები არიან, თუმცა სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი დროულად აღმოჩენილი პირველადი დახმარების საშუალებით, უფრო ზუსტად კი ბრიტანელებმა დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ ეს რიცხვი 140, 000 ადამიანს შეადგენს.

     

     მაგალითად, გიფიქრიათ, რომ დახრჩობისას, სასუნთქი გზების გადაკეტვის შედეგად სიკვდილი 4-5 წუთში დგება, მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების ადგილზე მოსვლას მინიმუმ 8-10 წუთი სჭირდება? ლოგიკურად, ასეთ დროს გადამწყვეტი გარშემომყოფთა დროული მოქმედებაა.

    Read more »
  5. პირველადი დახმარების ყუთი - დროული რეაგირებისთვის!

    პირველადი დახმარების ყუთი - დროული რეაგირებისთვის!

    იცოდით, რომ სრულად აღჭურვილი პირველადი დახმარების ყუთი მნიშვნელოვნად ამცირებს სერიოზული დაზიანებების გამწვავების რისკს?

     

    პირველადი დახმარების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება სულ უფრო მაღლდება, თუმცა კვლავაც უგულებელყოფილი რჩება იმ ნივთების სია, რომელიც აღნიშნული დახმარების აღმოსაჩენად არის საჭირო. First Aid Kit იმის მიხედვით კომპლექტდება, თუ სად არის განთავსებული, თუმცა უმეტესად, ძირითადი კომპონენტები უცვლელი რჩება. მთაში თუ ბარში, მანქანაში თუ სახლში, უბედური შემთხვევისა თუ მსუბუქი დაზიანებისგან დაცული არავინ არის, ამიტომ მოინიშნეთ იმ ნივთების სია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგეპოვებოდეთ:

     

    1.      ელასტიური და სტერილური ბინტი - მათი დანიშნულება ტრავმის დაფიქსირება ან მექანიკური დაზიანების შემდგომ გასუფთავებული უბნის სტერილურად შენახვაა.

    2.      წებოვანი პლასტირი - (სურვილის შემთხვევაში) ე.წ სანტავიკი და წებოვანი პლასტირის რგოლი მცირედით გაჭრილი, აქერცლილი, გაკაწრული ან მსუბუქად დაზიანებული

    Read more »
  6. იმპლანტის შემდგომი მოვლა

    იმპლანტის შემდგომი მოვლა

    იმპლანტს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება.
    ვრცლად ვიდეოში ყბა-სახის ქირურგი/იმპლანტოლოგი გალაქტიონ მახვილაძე მოგიყვებათ




    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy