იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. ავტორუჯი და რუჯამდე გამოსაყენებელი პროდუქტები

    ავტორუჯი და რუჯამდე გამოსაყენებელი პროდუქტები

    ვის არ მოსწონს ოქროსფერი კანი, რომელიც ბზინავს და მონატრებული ზაფხულის შეგრძნებებს აღვიძებს? მთელი წლის განმავლობაში გამოყენებული მზისგან დამცავის ეფექტურობა რომ არ დავკარგოთ და ყველა წესის დაცვით გავაგრძელოთ სილამაზეზე ზრუნვა - უსაფრთხო რუჯი უნდა მივიღოთ.

    არა, არ მოგესმათ. ის არსებობს და ავტორუჯი ეწოდება. ეს ლოსიონის, სითხის, სპრეისა და ქაფის სახით გავრცელებული საშუალება შაქრის ლერწმით, ანუ მეტად ბუნებრივი კომპონენტებითაა ფორმულირებული. სწორედ ამიტომ, უმეტესად არც თუ ისე სასიამოვნო სუნი, მაგრამ სრულიად უსაფრთხო მოქმედება აქვს.

    პროდუქტს რეკომენდაციას უწევენ ორსულობისასაც კი, შესაბამისად, სრულიად მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ წელიწადის ნებისმიერ დროს.

    თანაბარი ფერის მისაღებად, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ:

    1. პროდუქტის სხეულზე დატანამდე გამოიყენეთ მსუბუქი მექანიკური სკრაბი, რომელიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს.

    2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბუნებრივად უხეშ, სქელ ზონებს, როგორიცაა - იდაყვი და მუხლი.

    3. ყურადღებით მოუსმინეთ

    Read more »
  2. ჭარბი წონა და ჰიპერტენზია

    ჭარბი წონა და ჰიპერტენზია

    ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, განსაკუთრებით იმატებს ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილება

     თანამედროვე მკვლევარები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიაა დაწყებული, რაც სწრაფი კვების ობიექტების მომატების, ღარიბი კვებითი ღირებულების პროდუქტების პოპულარიზაციისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. რას გვიქადის აღნიშნული პრობლემა სამომავლოდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ზრდასრულ ასაკში ჭარბი წონის რისკ-ფაქტორების განხილვა აქტიურ ფაზაშია შესული.

      სიმსუქნე, როგორც დიაგნოზი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით დგინდება, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ჭარბი წონა, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრთან არის კავშირში. ერთ-ერთი მათგანი კი ჰიპერტენზიაა.

    რა არის ჰიპერტენზია

    ჰიპერტენზია რამდენიმე სიტყვით რომ განვმარტოთ, არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის წნევაა მომატებული. ამ დროს სისხლი დიდი ხნის მანძილზე, მაღალი ძალით აწვება არტერიის კედლებს და შესწევს უნარი მნიშვნელოვნად დააზიანოს

    Read more »
  3. როგორ შევარჩიოთ ანტიპერსტირანტი სწორად

    როგორ შევარჩიოთ ანტიპერსტირანტი სწორად

    თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჩერებულა აფთიაქის დახლთან და დაფიქრებულა, რა უფრო გონივრული არჩევანია, დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი? და თუ ამ უკანასკნელის შეძენა გვსურს, რამდენად უსაფრთხოა გამოსაყენებლად? დღევანდელი სტატიაში ყველა აქტუალურ შეკითხვაზე იპოვით პასუხს.

    პირველ რიგში განვმარტოთ:

    დეოდორანტი - ნიღბავს უსიამოვნო სუნს

    ანტიპერსპირანტი - ამცირებს ოფლის რაოდენობას

    სწორედ ამ განსხვავებით გამო, ანტიპერსპირანტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წამლის კატეგორიას არის მიკუთვნებული და ამერიკაში მისი წარმოების რეგულირებას საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ახდენს.

    რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მეტად აფიქრებს მომხარებელს და დეოდორანტს უფრო უსაფრთხო და მარტივ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. რეალურად, პროდუქტს ორი სახის მოქმედება გააჩნია: ის ანტიმიკრობულ კომპონენტებს შეიცავს და ამცირებს ოდორის წარმომქნელი ბაქტერიების რიცხვს, მეორეს მხირვ, შეიცავს არომატიზატორებს, რომელიც ნიღბავენ უსიამოვნო სუნს.

    თუმცა, დამეთანხმებით, რომ მათთვის,

    Read more »
  4. როგორ მოვუაროთ პირის ღრუს სახლის პირობებში

    როგორ მოვუაროთ პირის ღრუს სახლის პირობებში

    როგორ მოვუაროთ პირის ღრუს სახლის პირობებში

    პირის ღრუს მოვლა ნამდვილი ხელოვნებაა, რომელიც მრავალ კომპონენტს აერთიანებს

     ლამაზი ღიმილი დიდხანს რჩება ადამიანის ცნობიერებაში და იქცევა ერთგვარ სავიზიტო ბარათად, რომლითაც სხვებს ამოიცნობს. ამ ყველაფრის უკან კი, პირის ღრუს მოვლის მთელი ხელოვნება დგას, რომელიც ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის შესაბამის ჰიგიენას აერთიანებს.

    გაიხეხეთ კბილები

    რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, სტომატოლოგიური კაბინეტში ვიზიტის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია კბილების გახეხვის სწორ ტექნიკას ვფლობდეთ. გახეხვის ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში:

    -         არ წარმოიქმნება ნადები კბილზე

    -         შესაბამისად, გაჭიანურდება ან საერთოდ არ მოხდება კბილის დაზიანება

    -         ნაკლებია კარიესის განვითარების რისკი

    რჩევები:

    -        

    Read more »
  5. კვებითი ალერგია

    კვებითი ალერგია

    კვებითი ალერგია

    კვებითი ალერგია თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მსოფლიოში დაახლოებით 200 – 250 მილიონი ადამიანი კვებითი ალერგიით არის დაავადებული, რომლის ძირითად წილი ბავშვთა პოპულაციაზე მოდის.

    მოდით ჩამოვთვალოთ რომელ პროდუქტებზეასაუბარი:
    ეს არის ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, თევზი და ზღვის პროდუქტი, სოიო, თხილეული, განსაკუთრებით არაქისი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია

    კვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლინებების ძირითადი წილი კანის მიერ გამოვლინებებზე მოდის, საკვების მიღების დროს შესაძლოა განვითარდეს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, ასევე ტუჩის ქუთუთოების, სახის შეშუპება , რომელსაც კვინკეს შეშუპებას ანუ ანგიოედემას უწოდებენ, ზოგ შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება,  განსაკუთრეიბთ ბავშვებში საკვების მიღებისთანავე გულისრევა და დიარეა , ხოლო ყველაზე რთული საკვებისმიერი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკია.

    როგორ ამოვიცნოთ კვებითი ალერგია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვრცლად ექიმი-ალერგოლოგი ნინო ლომიძე მოგიყვებათ

    Read more »
  6. კანის ტიპები და შესაბამისი მოვლა

    კანის ტიპები და შესაბამისი მოვლა

     

    ყველაფერი, რაც კანის ტიპების შესახებ უნდა იცოდეთ

     ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული თუ მგრძნობიარე?! განსაზღვრეთ საკუთარი კანის ტიპი და შეადგინეთ შესაბამისი რუტინა.

     ათეული წლის წინ კორეელი ქალების მარმარილოსებრი კანის საიდუმლოდ მხოლოდ მათი ცხოვრების წესი და იდეალური

    Read more »
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy